logo
ENG



"ოზურგეთში რუსული პარტიების ადგილი არაა" - ალტ-ინფოს წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

14 აპრ 202215:21
3 წუთის საკითხავი
 

ოზურგეთში პრორუსული, ძალადობრივი პარტია ალტ-ინფოს ოფისის დახურვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სანამ ოფისი არ დაიხურება, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

"არ არის ოზურგეთში რუსული პარტიების ადგილი, ვერ იქნებიან ჩვენთან რუსები და რუსების მონები საქართველოში ვერ გაიხარებენ. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გუშინ, 13 აპრილს, ოზურგეთში სახლის მესაკუთრის შვილიშვილმა პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ბანერი ჩამოხსნა და სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ბანერი ისევ დაკიდეს.

ოფისის წინ ხმაური იყო 12 აპრილსაც,ალმა, რომელმაც ალტ-ინფოს ფართი მიაქირავა, ჟურნალისტებს ხელკეტით გაუსწორდა.


close დახურვა